TSMU Last Exam

T სადიპლომო გამოცდის 100 შერეული კითხვა ყველა საგნიდან. წარმატებები კოლეგებო.

published on June 09, 20172 responses 0
Next »
1/100

ასთმური სტატუსის დროს ჩვილებსა და მოზრდილებში რა განზავების ადრენალინი გამოიყენება კანქვეშ ინექციისათვის?

1: 10
1: 10000
1: 100
1: 1000
2/100

ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი აძლიერებს ღვიძლის ნაღველწარმომქმნელ ფუნქციას?

ბელადონას პრეპარატები
ალოქოლი
ყველა ჩამოთვლილი პრეპარატი
M ქოლინობლოკატორები
სპაზმოლიზური პრეპარატები
3/100

ფებრილური გულყრის დროს პირველი რიგის პრეპარატია:

ფენობარბიტალი
ვალპროის მჟავა
ლამოტრიჯინი
ტოპირამატი
4/100

როდესაც მენტალური ტესტის შერულების დროს პაციენტს სთხოვთ, რომ „აიღოს ქაღალდი მარჯვენა ხელში გაკეცოს შუაზე და დადოს იატაკზე“ ამით ამოწმებთ:

ორიენტაციას
მეხსიერებას
აგებულებას
მეტყველებას
5/100

პერიფერიული სისხლის ანალიზში ლიმფოციტების რომელი მაჩვენებელი შეესაბამება 2 დრის დროულ ახალშობილს?

60%
25%
10%
2%
6/100

35 წლის ქალს დაესვა საშვილოსნოს ყელის პრეინვაზიური კიბოს დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან განსაზღვრეთ ქირურგიული ჩარევის მასშტაბი:

გაფართოებული პანჰისტერექტომია
საშვილოსნოს ექსტირპაცია დანამატებთან ერთად
საშვილოსნოს ყელის კონუსისებრი ელექტროექსციზია
საშვილოსნოს ექსტირპაცია დანამატების გარეშე
7/100

ჩამოთვლილთაგან ბავშვთა ასაკის ლიმფოგრანულომატოზის დროს რომელი ჯგუფის ლიმფური კვანძები ზიანდება ყველაზე ხშირად?

ყბისქვეშა
შუასაყრის
კეფის
საზარდულის
8/100

როდის იწყება ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოს კალენდრის მიხედვით?

3 თვიდან
1 თვიდან
2 თვიდან
6 თვიდან
9/100

ელენთის გახეთქვის დროს ყველაზე ხშირად ვხვდებით:

ელენთის მაგისტრალური სისხლძარღვის გაგლეჯას
კაფსულის და პარენქიმის ერთდროულ დაზიანებას ორგანოს ნაწილის მოგლეჯვით
კაფსულის და პარენქიმის ერთდროულ დაზიანებას
მხოლოდ კაფსულის დაზიანებას
10/100

10 წლის ვაჟი უჩივის ცხელებას და მუხლის სახსრების მფრინავი ხასიათის (გარდამავალ) ტკივილს. სახსრები ვიზუალურად არ არის შეცვლილი. ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან რომელი იძლევა საშუალებას ეჭვი მივიტანოთ რევმატიულ ცხელებაზე?

O-ანტისტრეპტოლიზინის ტიტრის მატება
მძიმე ანემია
აჩქარებული ედსი
ეოზინოფილია
11/100

თირეოიდიტის რომელი ფორმა არ არსებობს?

დიფუზური
აუტოიმუნური
ქვემწვავე
მწვავე
12/100

10 წლის ჯანმრთელი გოგონა 2 დღეა უჩივის ცხელებას და კისრის ტკივილს მოძრაობის დროს. გასინჯვით გამოვლინდა 4 სმ ზომის მკვრივი კონსისტენციის, ფლუქტუაციის მქონე მარცხენა წინა ცერვიკალური ლიმფური ჯირკვალი. სავარაუდო დიაგნოზია:

მწვავე ბაქტერიული ლიმფადენიტი
ჰისტიოციტოზი
მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია
ჰოჯკინის დაავადება
13/100

მსხვილი ნაწლავის რომელ ნახევარში უფრო ხშირად გვხვდება სიმსივნის ეგზოფიტური ზრდის ფორმა:

მარცხენა ნახევარში
სიგმურ ნაწლავში
მარჯვენა ნახევარში
ელენთის კუთხესთან
14/100

დროული ბავშვი დამოუკიდებლად ჯდომას იწყებს:

3 თვიდან
5 თვიდან
12 თვიდან
6-7 თვიდან
15/100

წილოვანი პნევმონიის გართულებებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ფილტვის ემფიზემის
სეპტიცემიის
მენინგიზმის
პლევრის ემპიემის
ფილტვის აბსცესის
16/100

ავადმყოფი მამაკაცი, 55 წლის, ანამნეზში 10 წლის ხანგრძლივობის კუჭის წყლულოვანი დაავადებით, მკურნალობდა არარეგულარულად, პერიოდულად აღნიშნავდა გამწვავებას. უკანასკნელი წლის მანძილზე ტკივილი ეპიგასტრიუმში გაუძლიერდა, ავადმყოფმა დაკარგა წონა, ფიბროსკოპიით დიდ სიმრუდეზე აღინიშნება მსხვილი წყლულოვანი დეფექტი. ჩამოთვლილთაგან რა უფრო მიზანშეწონილია ვურჩიოთ ავადმყოფს:

რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება წყლულის მალიგნიზაციის გამოსარიცხად
ჩავატაროთ გასტროფიბროსკოპია ბიოფსიით
დაენიშნოს კონსერვატიული მკურნალობა და 5-6 კვირის შემდეგ გადავწყვიტოთ საკითხი ოპერაციული ჩარევის შესახებ
ოპერაციული მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ აქილიის გამოვლენის შემთხვევაში
სასწრაფოდ გაიკეთოს ოპერაცია
17/100

ეკგ-ზე ნორმალური PQRSTკომპლექსის შემდეგ აღინიშნება დეფორმირებული QRST
კომპლექსი, რომლის წინა R-R -ინტერვალი შემოკლებულია, შემდეგი კი გახანგრძლივებული.
P კბილი გამოხატული არ არის. დაასახელეთ არითმიის ტიპი:

არასრული ავ ბლოკადა (I ხარისხის).
პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა
წინაგულოვანი ექსტრასისტოლა
მოციმციმე არითმის
სუნთქვითი არითმია
18/100

ჩამოთვლილთაგან რომელი ლაბორატორიული მონაცემი შეესაბამება ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების მძიმე ფორმას?

Hb _ 140 გ/ლ, ბილირუბინი 120 მკმოლ/ლ
Hb _ 90გ/ლ,ბილირუბინი 295მ კმოლ/ლ
Hb _ 120გ/ლ, ბილირუბინი 100 მკმოლ/ლ
Hb _ 150გ/ლ,ბილირუბინი 85 მკმოლ/ლ
19/100

ჩუტყვავილას ეტიოტროპული მკურნალობისთვის გამოიყენება:

აციკლოვირი
რემანტადინი
ინტერფერონი
რიბავირინი
20/100

ნაწლავთა გაუვალობის ყველაზე ხშირი ფორმაა:

დინამიური
ინვაგინაცია
ობტურაციული
შეხორცებითი
21/100

პაციენტს დაუდგინდა დიაგნოზი: მეორადი ამენორეა, ჰიპოფიზის ქრომოფობული ადენომა. მას აღენიშნება მხედველობის გაუარესება, უჩივის უნაყოფობას. კიდევ რა კლინიკური გამოვლინება ექნება ამ პაციენტს?

გაცხიმოვნება
კახექსია
ატაქსია
ზოგადი შეშუპება
22/100

პერიტონიტის ტოქსიკური ფაზისათვის დამახასიათებელია:

გაუწყლოება, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის ნიშნები
პოლიურია, შარდის ხვედრითი წონის დაქვეითება
ჰიპერპერისტალტიკა, შესაძლებელია ტოქსიკური ფაღარათი
გამოხატული ძლიერი ტკივილი, შარდვის გახშირება
23/100

გადასასხმელი სითხეების რა პროპორცია უნდა იყოს კოლოიდებსა და კრისტალოიდებს შორის?

1: 3
1: 2
1: 5
1: 4
24/100

ოსტეოფიტების წარმოქმნა დამახასიათებელია:

მადეფორმირებელი ოსტეოართროზი
სისტემური წიტელი მგლურა
რევმატიზმი
სისტემური სკლეროდერმია
რევმატოიდული ართრიტი
25/100

სისხლის პლაზმაში Ca-ის ნორმა შეადგენს:

6,5 – 10,5 მგ/დლ
7,4-14,2 მგ/დლ
6,4-12,2 მგ/დლ
8,4-10,2 მგ/დლ
26/100

ჩამოთვლილთაგან გულის რომელი პათოლოგია არ წარმოადგენს უკუჩვენებას ორსულობის შენარჩუნებისათვის?

მიტრალური სარქვლის უკმარისობა
ეიზენმენგერის სინდრომი
ფილტვისმიერი ჰიპერტენზია
მარფანის სინდრომი
27/100

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი შეესაბამება nullipara_ს მშობიარობის I პერიოდის საშუალო ხანგრძლივობას?

18-20 საათი
8-10 საათი
6-8 საათი
10-12 საათი
28/100

ავადმყოფს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით აღენიშნება პოლიტოპური ჯგუფური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები. რისი გაკეთებაა აუცილებელი:

ატფ-ს ინტრავენური შეყვანა ნაკადით - 12მგ
ნოვოკაინამიდის შეყვანა მეზატონტან ერთად
ლიდოკაინის ინტრავენური შეყვანა ჯერ ნაკადით, შემდეგ წვეთოვნად 200 მგ
ეტაციზინი 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში
სტროფანტინი 0,05% 1მლ ინტრავენურად (ნელა)
29/100

სტეატორეა შეინიშნება ყველა შემთხვევაში გარდა:

წვრილი ნაწლავის რეზექციის
ნაწლავთა ამილოიდოზის
ნაწლავთა პოლიპოზის
კრონის დაავადების
ქრონიკული პანკრეატიტის
30/100

ამ დაავადებებიდან რომელი შეიძლება გართულდეს ნეფროზული სინდრომით?

ადისონის დაავადება
კონის სინდრომი
თირეოტოქსიკოზი
შაქრიანი დიაბეტი
უშაქრო დიაბეტი
31/100

საზარდულის თიაქრის განვითარებაში გამოიყოფა თანმიმდევრობითი სტადიები, გარდა:

ბაგირაკის
არხის
თიაქრის პარკის წარმოქმნის
საწყისის
32/100

ჩამოთვლილთაგან რომელი შრე წარმოადგენს ენდომეტრიუმის რეგენერაციის წყაროს?

დეციდუალური გარსის ბაზალური შრე
დეციდუალური გარსის ზედაპირული შრე
ენდომეტრიუმის ბაზალური შრე
ენდომეტრიუმის ფუნქციონალური შრე
33/100

რომელი დაავადებისათვის არის დამახასიათებელი ჰებერდენის და ბუშარის კვანძები?

რევმატოიდული ართრიტი
ოსტეოართროზი
იდიოპათიური კალცინოზი
ბეხტერევის დაავადება
პოდაგრა
34/100

73 წლის უმოძრაო პაციენტს განუვითარდა ნაწოლი. აღინიშნება წყლული გავრცელება ფასციაზე, წყლულის ფსკერზე მოსჩანს ძვალი; აღინიშნება სეპტიკური ართრიტის განვითარება. ნაწოლის განვითარების რომელი სტადიას შეესაბამება აღწერილი დაზიანება:

პირველი
მეორე
მესამე
მეოთხე
35/100

იმუნიზაცია მიეკუთვნება:

პირველად პრევენციას
მეორეულ პრევენციას
მესამეულ პრევენციას
36/100

რომელი სიმპტომი არ არის სწორი ნეფროზულ სინდრომთან მიმართებაში?

შეშუპება
არტერიული ჰიპერტენზია
ჰიპოქოლესტერინემია
ჰიპოპროტეინემია
პროტეინურია
37/100

იცენკო-კუშინგის დაავადების დროს განვითარებული ამენორეის შემთხვევაში რომელი ჰორმონის ჰიპერპროდუქციას აქვს ადგილი?

სომატოტროპულის
ადრენოკორტიკოტროპულის
ლუთეოტროპულის
ფოლიკულმასტიმულირებელის
38/100

მინიმალური ცვლილებებით მიმდინარე გლომერულონეფრიტი ხასიათდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნით გარდა:

ჰიპერფიბრინოგენემია
ნეფროზული სინდრომი
არასელექციური პროტეინურია
უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები
ხშირად წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია
39/100

მიუთითეთ პირველი სარძევე კბილების ამოჭრის ვადების ვარიაციის ფარგლები:

3-6 თვე
5-7 თვე
4-12 თვე
4-18 თვე
40/100

4 წლის გოგონას უკანასკნელი 1 კვირის მანძილზე პერიოდულად აღენიშნება ძლიერი აბდომინური ტკივილი და არტრალგია. დათვალიერებისას გამოვლინდა პეტექიური სისხლჩაქცევები და პურპურა დუნდულოებზე. გოგონა აფებრილურია და ტავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. პერიფერიული სისხლის ანალიზი ნორმის ფარგლებშია. აღნიშნული სიმპტომატიკა ყველაზე მეტად ლაპარაკობს ერთ-ერთი დაავადების სასარგებლოდ:

ჰენოხ-შონლაინის პურპურა
იუვენილური რევმატოიდული ართრიტი
მენინგოკოკცემია
კავასაკის დაავადება
41/100

ტვინის პარკუჭების და სუბარაქნოიდული სივრცის გაფართოება დამახასიათებელია ჰიდროცეფალიის შემდეგი ფორმისთვის :

შიგნითა
გარეთა
ღია
კონვექსიტალური
42/100

რომელი ტერმინი არ მიედაგება ოჯახის ექიმს?

ექიმი სპეციალისტი
ზოგადი პროფილის ექიმი
ზოგადი პრაქტიკის ექიმი
პირველად ჯანდაცვაში დასაქმებული ექიმი
43/100

2 დრის ახალშობილს, რომლის დედა დაავადებულია დიაბეტით, გამოუვლინდა ლეთარგია და კრუნჩხვები. სავარაუდოდ ამის მიზეზის:

მენინგიტი
პარკუჭშიდა სისხლჩაქცევა
ჰიპოგლიკემია
ჰიპოკალცემია
44/100

ფილტვის ცენტრალურ კიბოს მიეკუთვნება სიმსივნე, რომელიც გამოდის:

ალვეოლის ეპიტელური ქსოვილიდან
ბრონქიოლის ეპითელური ქსოვილიდან
სუბსეგმენტური ბრონქის ეპითელური ქსოვილიდან
სეგმენტური ბრონქის ეპითელური ქსოვილიდან
45/100

თავისი მდებარეობის მიხედვით სწორი ნაწლავის ხვრელმილი სფინქტერთან მიმართებით არ შეიძლება იყოს:

ტრანსსფინქტერული
ექსტრასფინქტერული
ინტრასფინქტერული
სუპრასფინქტერული
46/100

ინფიცირებული ჭრილობის მკურნალობის პრინციპულ დებულებებს არ მიეკუთვნება:

არასპეციფიკური იმუნიტეტის გაძლიერება
ანტიბაქტერიული თერაპია
წყალში ხსნადი მალამოების გამოყენება
ჭრილობის ადრეული გაკერვა
47/100

ჩამოთვლილიდან რა არის დამახასიათებელი ატრიოვენტრიკულური ბლოკადისათვის?

QRS ინტერვალის გახანგრძლივება
QTინტერვალის გახანგრძლივება
PQ ინტერვალის გახანგრძლივება
R კბილის დეფორმაცია
ყველა ჩამოთვლილი
48/100

რომელია გულის უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზი?

შაქრიანი დიაბეტი
არტერიული ჰიპერტენზია
გულის სარქვლოვანი პათოლოგია
კარდიომიოპათია
49/100

ჩამოთვლილთაგან რომელ სიმსივნეებთან კომბინაციაში გვხვდება ენდოდერმული სინუსის სიმსივნე?

დისჰერმინომა
თეკომა
დერმოიდული კისტა
ფოლიკულომა
50/100

რომელი ანტიბიოტიკი არ ინიშნება 6 წლის ასაკამდე?

ტეტრაციკლინი
პენიცილინი
ქლორამფენიკოლი
მაკროლიდები
51/100

რომელ შემთხვევაშია პერიფერიული პერფუზიის დაქვეითება (ცივი კიდურები) შოკის სიმძიმის არაზუსტი ინდიკატორი?

ღებინებისა და დიარეის შემდგომი ჰიპოვოლემია
ტრავმის შემდგომი ძლიერი სისხლდენა
ანაფილაქსიური შოკი
სეპტიური შოკი
52/100

რომელი მაჩვენებელი ითვლება ყველაზე დამაჯერებლად ჰემოდიალიზზე გადასვლისათვის თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს?

კონსერვატული მკურნალობის მიმართ რეფრაქტერული ჰიპერკალიემია 7 მმოლი/ლ-ზე
მეტი;
კრეატინინის დონე 500 მმოლი/ლ ფარგლებში;
ჰეპერმაგნიემია
ურემიული პერიკარდიტი
ურემიული ენცეფალოპათია
53/100

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელ ტიპს მიეკუთვნება მშობიარობის დროს სანაყოფე ბუშტის მთლიანობის დარღვევა საშვილოსნოს ყელის სრულ გახსნამდე?

ადრეულს
დროულს
არადროულს
ნაადრევს
54/100

რომელი ანტიბიოტიკი არ არის ეფექტური S. aureus-ით გამოწვეული გენერალიზებული ინფექციის დროს?

ოქსაცილინი
ცეფაზოლინი
ვანკომიცინი
ერითრომიცინი
55/100

ჩამოთვლილთაგან რა უჯრედული გენეზის არის საშვილოსნოს ყელის არხის კიბო?

მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის
ცილინდრული ეპითელიუმის
თეკა-ლუთეინური
ლუთეინური
56/100

ლოგინობის ხანის პირველ დღეს დედა უარს აცხადებს ძუძუთი კვებაზე, რადგან მას სარძევე ჯირკვლებიდან გამოეყოფა ძალზე მცირე რაოდენობით მოყვითალო ფერის სითხე. პედიატრმა განუმარტა, რომ ამ სითხის მიღება ძალზედ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ნაწლავური ინფექციის განვითარების პროფილაქტიკისათვის. ქვემოთჩამოთვლილთაგან ხსენში შემავალი რომელი ნივთიერება წარმოადგენს ანტიინფექციურ ფაქტორს?

ხსენის სხეულაკები
ბიფიდობაქტერიები
ლეიკოციტები
b-ლაქტოზა
57/100

რომელი ლაბორატორიული მონაცემი არ იცვლება ასაკთან ერთად?

გლუკოზის დონე სისხლში
ედს
ალბუმინის დონე პლაზმაში
ლეიკოციტების რაოდენობა
58/100

ჰიდროცეფალიის განვითარების ეტიოლოგიური ფაქტორებია:

TORCH სინდრომი
ინტრანატალური ცერებრული დაზიანება
განვითარების მანკები
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
59/100

ჩამოთვლილთაგან, რომელ სიმპტომს წარმოადგენს მწვავე პანკრეატიტის დროს მუცლის გვერდით კედლებზე ეკქიმოზების გაჩენა?

მონდორის
გრეი-ტერნერის
კიორტეს
მეიო-რობსონის
60/100

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი ადგილი უჭირავს გენიტალური ტრაქტის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ენდომეტრიუმის კიბოს?

I
II
III
IV
61/100

სკლეროდერმიის გასტროინტესტინალურ გამოვლინებებს მიეკუთვნება:

პანკრეატიტი
რეფლუქს-ეზოფაგიტი
არც ერთი ჩამოთვლილთაგან
12-გოჯა ნაწლავის წყლული
ნაღვლის ბუშტის კალკულოზი
62/100

დადგენილია, რომ სისხლის დანაკარგის პროგრესირების პარალელურად ჰემოტრანსფუზიის მოცულობა უნდა აჭარბებდეს სისხლის დანაკარგის მოცულობას. ერთი და იგივე სისხლის დანაკარგის პირობებში ჰემოტრანსფუზიის ქვემოთჩამოთვლილთაგან რა მოცულობა ჩაითვლება უფრო მართებულად?

სისხლის დანაკარგი შეადგენს სხეულის მასის 0,8-1,0% - ჰემოტრანსფუზიის მოცულობა 180-200%
სისხლის დანაკარგი შეადგენს სხეულის მასის 0,8-1,0% - ჰემოტრანსფუზიის მოცულობა 130-150%
სისხლის დანაკარგი შეადგენს სხეულის მასის0,8-1,0% - ჰემოტრანსფუზიის მოცულობა 100-105%
სისხლის დანაკარგი შეადგენს სხეულის მასის 0,8-1,0% - ჰემოტრანსფუზიის მოცულობა 70-80%
63/100

ავადმყოფი ქალი 30 წლის, აწუხებს ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, ართრალგია,
ცხელება, კვანძოვანი ტიპის გამონაყარი. ფიზიკალური გამოკვლევით დაუდგინდა ჰეპატოსპლენომეგალია,
ლიმფადენოპათია. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ორმხრივი ლიმფადენოპათია.
სავარაუდო დიაგნოზია:

ლიმფოგრანულომატოზი
რევმატიზმი
რევმატოიდული ართრიტი
სარკოიდოზი
ტუბერკულოზი
64/100

მუცლის ცეცხლნასროლი დაზიანების დროს ყველაზე მინიმალური საიმედოობით ხასიათდება:

ღვიძლის ნაკერი
მსხვილი ნაწლავის კედლის ნაკერი
წვრილი ნაწლავის კედლის ნაკერი
კუჭის კედლის ნაკერი
65/100

პორენცეფალია საფუძვლად უდევს ცერებრული დამბლის შემდეგი ფორმის განვითარებას:

სპასტიური
დისკინეზიური
ატაქსიური
ატონიური
66/100

წითელას დროს კონტაგიოზურობა აღწევს:

10-15 %-ს
30-40 %-ს
1-2 %-ს
100 %-ს
67/100

რესპირაციული დისტრესის დამატებითი კლინიკური ნიშანია:

ტაქიკარდია
სუნთქვაში დამხმარე კუნთების მონაწილეობა
ინსპირაციული რეტრაქციები
ტაქიპნოე და/ან ჰიპერპნოა
68/100

ქვემო კიდურების სარქვლების შესახებ არსებული მტკიცებებიდან რომელი არ არის სწორი?

მცირე კალიბრის ვენებში მეტია, ვიდრე მაგისტრალურ ვენებში
ღრმა ვენების პერიფერიულ ნაწილში მეტია, ვიდრე ცენტრალურში
ღრმა ვენებში სარქვლები ნაკლებია, ვიდრე ზედაპირულში
ყველაზე ხშირად ლოკალიზებულია ორი მაგისტრალური ვენის შეერთების ადგილას
69/100

პათოლოგიური Q კბილის არსებობა I და avL, V1 – V6 განხრებში მიუთითებს

უკანა კედლის ინფარქტზე
წინა გავრცელებულ ინფარქტზე
წინა და უკანა კედლების გავრცელებულ ინფარქტზე
სეპტალურ ინფარქტზე
წინა-მწვერვალის ინფარქტზე
70/100

ზრდასრული პაციენტების რომელ კატეგორიას შეიძლება მივუსადაგოდ ტერმინი „გერიატრიული“ ?

იმათ ვინც მოხუცებულთა თავშესაფარებში ცხოვრობენ
ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 85 ან მეტი წლისაა
ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 65 ან მეტი წლისაა
მოხუცებულთა თავშესაფრებში მცოვრები 65 წელზე მეტი ასაკის პირებს
71/100

საყლაპავის ცენკერის დივერტიკული მდებარეობს:

ტრაქეის ბიფურკაციის მიდამოში
ხახა-საყლაპავის მიდამოში
საყლაპავის ზედა მესამედში
დიაფრაგმის ზევით
72/100

რა არის დემენციის ყველაზე ხშირი მიზეზი?

ტოქსიკურ-მეტაბოლური დარღვევები
ალცჰეიმერის დაავადება
ვასკულარული დემენცია
ლევის სხეულაკებთან დაკავშირებულია დემენცია.
73/100

დაასახელეთ ღვიძლის ქირურგიულ დაავადებათა სადიაგნოზო გამოკვლევის რომელი მეთოდი ხასიათდება მინიმალური ინფორმაციულობით?

კომპიუტერული ტომოგრაფია
რადიოიზოტოპური სკენირება
მიმოხილვითი რენტგენოგრაფია
ულტრასონოგრაფია
74/100

მწვავე აპენდიციტის გართულებულ ფორმებს მიეკუთვნება:

კატარული აპენდიციტი
განგრენული აპენდიციტი
აპენდიკულარული ინფილტრატი
ფლეგმონური აპენდიციტი
75/100

9 თვის ჩვილს აღენიშნება ტემპერატურის მომატება 39,6 გრადუსამდე. ობიექტური გასინჯვით პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. რომელი დაავადება შეიძლება იყოს ამის მიზეზი აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში?

ბაქტერიული მენინგიტი
რევმატიული ცხელება
სტრეპტოკოკული ფარინგიტი
საშარდე გზების ინფექცია
76/100

ჰირშსპრუნგის დაავადების დროს დიგიტალური გასინჯვით აღინიშნება:

სწორი ნაწლავის სფინქტერის მოჭერის ძალა ნორმის ფარგლებშია
სწორ ნაწლავში შესვლა შეუძლებელია
სწორი ნაწლავის სფინქტერის მოდუნება
სწორი ნაწლავის სფინქტერის სპაზმი
77/100

ჩამოთვლილთაგან რამდენჯერ უფრო ხშირად გვხვდება ნაყოფის განვითარების მანკები შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედების ახალშობილებში, ჯანმრთელ ორსულებთან შედარებით?

1-2
2-4
5
6
78/100

ფილტვის ემფიზემისთვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

კოლოფისებური ხმიანობა ფილტვების პერკუსიისას
ქოშინი
ფართო ეპიგასტრალური კუთხე
II ტონის ქცენტი ფილტვის არტერიაზე
გულზე დიასტოლური შუილი
79/100

ახალგაზრდა ქალი უჩივის უსიამოვნო შეგრძნებას გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, საშოდან უხვი, ქაფიანი, თხევადი გამონადენი მონაცრისფრო-მოყვითალო შეფერილობით, რომელიც იწვევს ქავილსა და წვას გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში. ჩამოთვლილთაგან რომელი აგენტი შეიძლება იყოს აღწერილი პათოლოგიური მდგომარეობის გამომწვევი?

ქლამიდია
პაპილომა ვირუსი
ტრიქომონა
გონოკოკი
80/100

ჩამთვლილთაგან ორსულობის III ტრიმესტრში ჰემოგლობინის დონის რომელი მაჩვენებელი წარმოადგენს ანემიის დიაგნოსტირების კრიტერიუმს?

8,5 გ/ლ
9,5 გ/ლ
10 გ/ლ
11 გ/ლ
81/100

მამოგრაფია მიეკუთვნება :

პირველად პრევენციას
მეორეულ პრევენციას
მესამეულ პრევენციას
82/100

ჩამოთვლილთაგან დაბადებიდან რამდენ ხანში არის სასურველი ახალშობილის დაბანა?

2 საათში
1 საათში
6 საათში
დაბადებისთანავე
83/100

ქვემოთჩამოთვლილ მონაცემთაგან რა არის დამახასიათებელი საშოს ნაცხის სისუფთავის პირველი ხარისხისათვის?

დოდერლეინის ჩხირები
ნაცხში ბევრი ეპითელური უჯრედები
უჯრედშიდა გრამუარყოფითი დიპლოკოკები
კოკური ფლორის ჭარბი რაოდენობა
84/100

დუოდენური გამავლობის დარღვევას იწვევს ყველაფერი, გარდა:

დუოდენური გადასასვლელის მაღალი ფიქსაციისა
12-გოჯა ნაწლავის არტერიომეზენტერული კომპრესიისა
ვაგოტომიისა
თორმეტგოჯა ნაწლავის თანდაყოლილი ანომალიებისა
85/100

პიკის ციროზისთვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა:

სპლენომეგალიის
კისრის ვენების შებერვის
ასციტის
ჰეპატომეგალიის
ნორმალური ცენტრალური ვენური წნევის არსებობის
86/100

როდის არის მიზანშეწონილი ღია კითხვების გამოყენება?

არ აქვს მნიშვნელობა, როდის იქნება გამოყენებლი
კონსულტაციის ბოლოს
კონსულტაციის დასაწყისში
87/100

რით არის განპირობებული მეკონიუმის მუქი მწვანე შეფერილობა?

პირდაპირი ბილირუბინით
არაპირდაპირი ბილირუბინით
ნაღვლით
ყველა ჩამოთვლილი კომპონენტით
88/100

ამბულატორიულ გასინჯვაზე მიიყვანეს 4 თვის გოგონა დაბადებული I ფიზიოლოგიური ორსულობიდან და ნაადრევი მშობიარობიდან (გესტაციური ასაკი 35 კვირა). ბავშვი დაბადებიდან ხელოვნურ კვებაზეა, ვიტარდება ასაკის შესაბამისად, 3 თვიდან შენიშნეს გაფერმკრთალება, მადის დაქვეითება, მასის მატების ტემპის შენელება. პერიფერიულ სისხლში: ჰემოგლობინი 92 გ/ლ, ერითროციტი 3,9X10.12/ლ, ფერადობის მაჩვენებელი 0,71, რეტიკულოციტი 20 %. ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო?

მემკვიდრული აპლაზიური ანემია
დრენაკლთა მოგვიანებითი ანემია
ვიტამინ B12-ის დეფიციტით გამოწვეული ანემია
აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია
89/100

პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატებიდან, რომლის ეფექტურობაა მიჩნეული პოდაგრის სადიაგნოზო კრიტერიუმად?

ბენემიდი
კოლხიცინი
ანტურანი
მილურიტი
ალოპურინოლი
90/100

ნაღვლის ბუშტის კენჭის ჩამოყალიბება შედეგია

ქოლესტერინის კოეფიციენტის დესტაბილიზაციის
გადატანილი ვირუსული ჰეპატიტის
პანკრეასის ქრონიკული ანთების
არასწორი კვების
91/100

ბავშვთა რომელ ასაკში არის დასაშვები მსუბუქი ანემია ჩაითვალოს "ფიზიოლოგიურად"?

ადრეული ნეონატალური პერიოდი
პუბერტული
პირველი წლის II ნახევარი
2-3 თვის ასაკი
92/100

ქრონიკული ფილტვისმიერი გულის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ფილტვების კეროვანი ტუბერკულოზის
გულმკერდის დეფორმაციის
ფქოდ-ის
ფილტვის მორეციდივე ემბოლიის
93/100

მშობიარის ვაგინალური გასინჯვით აღმოჩნდა, რომ ნაყოფის თავის ისრისებური ნაკერი მარჯვენა ირიბ ზომაში იმყოფება, ხოლო მცირე ყიფლიბანდი არის წინ და მარცხნივ, ქვემოთჩამოთვლილთაგან მშობიარობის ბიომექანიზმის რომელ მომენტს შეესაბამება ნაყოფის თავის ასეთი მდებარეობა?

IV მომენტს
III მომენტს
I მომენტს
II მომენტს
94/100

60 წლის შენახულ ავადმყოფს დაუდგინდა მცირე სიმრუდის მალიგნიზირებული წყლული გართულებული გასტროდუოდენური სისხლდენით. ექიმის ტაქტიკა:

კუჭის სუბტოტალური რეზექცია
სისხლძარღვის გადაკვანძვა
წყლულის ამოკვეთა
კონსერვატიული მკურნალობა
95/100

ქალს აღენიშნება 30 დღიანი მენსტრუალური ციკლი, ჩამოთვლილთაგან მენსტრუალური ციკლის მერამდენე დღეს მიაღწევს პიკს მალუთეინიზებელი ჰორმონის რაოდენობა სისხლში?

მე-18 დღეს
მე-16 დღეს
მე-14 დღეს
მე-12 დღეს
96/100

მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის დაწყებიდან მეორე დღეს ღამის საათებში 2 წლის ბავშვს დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა და ინსპირაციული ქოშინი, გამოიხატა ნეკნთაშუა არეების ჩადრეკა, ცხვირის ნესტოების ბერვა, მყეფავი ხასიათის ხველა. სავარაუდო დიაგნოზი:

ცრუ კრუპი
ბრონქიოლიტი
ეპიგლოტიტი
ბრონქული ასთმა
97/100

საყლაპავის კიბოს განვითარებას არ უწყობს ხელს:

დივერტიკულები
დამწვრობისშემდგომი ნაწიბუროვანი სტრიქტურა
ქრონიკული ეზოფაგიტი
საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება
98/100

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი პათოლოგიური პროცესისთვისაა დამახასიათებელი მონოტონური ჰიპოთერმული ბაზალური ტემპერატურის მრუდი?

ჰიპომენსტრუალური სინდრომისთვის
ორფაზიანი მენსტრუალური ციკლისთვის
ანოვულატორული მენსტრუალური ციკლისთვის
ორფაზიანი მენსტრუალური ციკლისთვის, 5 დღემდე შემცირებული ლუთეინური ფაზით
99/100

რომელ ასაკში ახდენენ გეები და ლესბოსელები თავიანთი ჰომოსექსუალურობის აღქმას?

ადრეული მოზარდობის ხანაში
შუა მოზარდობის ხანაში
ადრეულ ბავშვობაში
მოზრდილ ასაკში
100/100

დროულ ახალშობილს ტრანზიტორული სიყვითლით 5დღის ასაკში საერთო ბილირუბინის მაქსიმალური მაჩვენებელი შესაძლებელია ჰქონდეს:

180 მკმოლ/ლ
95 მკმოლ/ლ
17 მკმოლ/ლ
34 მკმოლ/ლ